1 5 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, შეგრცხვეთ და მაგ სიმართლით იარეთ” – რას წერს მარიამ ხატისკაცი?

19 წლის ფეხბურთელის საქმე – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს დაბადების დღეზე მყოფი ერთ-ერთი გოგო, მარიამ ხატისკაცი, უყვარდა.

ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილი ხატისკაცსაც მოსწონდა, თუმცა ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს ხატისკაცის ინიციატივით დაშორდნენ. გიორგის კი იმ დაბადების დღეზე წასვლა იმიტომ უხაროდა, რომ იცოდა, იქ მარიამი იქნებოდა. 

მარიამ ხატისკაცი სოციალურ ქსელში წერს:

„მარტივია ადამიანის განსჯა და ლანძღვა. ვკითხულობ ათასობით საშინელ კომენტარს და გული მტკივა, როგორ შეგიძლიათ იწყევლებოდეთ, მაშინ როცა არაფერი იცით.

ვისაც გგონიათ, რომ რამეს ვმალავ ან ჩემს გამო მოხდა ეს ყველაფერი, მაგ სიმართლით იარეთ!

ამხელა ზიზღს გამოხატავთ უსაფუძლოდ, ტყუილად და მერე ეკლესიებში მიდიხართ. შეგრცხვეთ. ღმერთთან და გიოსთან ვარ მართალი, თქვენ კი გთხოვთ იქნებ გვაცადოთ გლოვა.

გისურვებთ ყველას ისეთი ნამდვილ სიყვარულით უყვარდეთ, როგორც მე გიო მიყვარს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები