0 9 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ეს ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით, დანას ურტყამდა, ჭრიდა, აკივლებდა ახლგაზრდა დედას”

ჟურნალისტი სერგო ბუბა ჩივაძე სოციალურ ქსელში ქუთაისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ქალის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ეს ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით, დანას ურტყამდა, ახრჩობდა, ჭრიდა, აკივლებდა ახლგაზრდა დედას. ხმა ესმოდა ყველას დიახ ყველას თუმცა არავინ მიეშველა… მოკლეს,დიახ მოკლეს… მასაჟისტმა ქალმა მოკლა ახლგაზრდა გოგო.

რა უნდა უქნათ ყველას, ვინც ამ მკველელობას ეზოდან უყურებდა? ხვალ დილამდე პასუხიგებაში უნდა იყოს ყველა მიცემული. დიახ ყველა უკლებლივ…

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები