1 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქუთაისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტზე, ორი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს - დაკავებულია ქალის მეუღლე და მეგობარი

 ქუთაისში 30 წლამდე ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ქალის გარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი ადამიანი დააკავეს,  დაკავებულები ბრალდებულის მეუღლის მეგობრები არიან.

  ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.

პოლიციამ საქმე გახსნა და 1975 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავა.

 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები