1 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა

 ქალი, რომელსაც გარდაბანში კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა. ამის შესახებ ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციას სოფლის რწმუნებულიც ადასტურებს.

 „გუშინ გარდაბნის რაიონში, სოფელ ბირლიკში მცხოვრებ ქალბატონს მართლაც დაუდასტურდა კორონავირუსი, ვისგანაც შემდგომ მისი  მეუღლე და ასევე მისი ძმა და რძალი დაინფიცირდნენ. სოფელში ჯერჯერობით ეს ოთხი დადასტურებული შემთხვევაა. არ ვიცი, მას კიდევ რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ან ვინ იყო პირველწყარო. ეს ქალბატონი რუსთავის აგრარულ ბაზარში მუშაობდა და არ არის გამორიცხული, სხვა დაინფიცირებულებიც გამოჩნდნენ. დღეს ტესტირება კეთდება სოფელში და დანარჩენი ტესტირების შემდეგ გამოჩნდება“, - განუცხადა ambebi.ge-ს სოფლის რწმუნებულმა ილგარ მურადოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები