0 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ლელოს" მოდელით გაორმაგდება ეკონომიკა და გაორმაგდება მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.

“ლელოს” მოდელი - უახლოეს 4 წელში ქვეყანაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ლანჩხუთის რეგიონალური ოფისის გახსნის დროს, ლელოს საპროგრამო მესიჯებზე ისაუბრა. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს 4 წელში საქართევლოში სამუშაო ადგილების რაოდენობა  200 000-ით გაიზრდება და ქვეყანა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდება. 

“ბოლო წლების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი დაპირება, რომ გაგვეზრდება პენსია ან შემოსავალი. ბოლოს ვართ იქ, სადაც ვიყავით. ბოლო 8 წლის განმავლობაში რაც გაიზარდა, ეს არის სახელმწიფო ვალი, რომელიც თითოეული ჩვენგანის გადასახდელია. ერთ სულ მოსახლეზე ვალი 2400 ლარიდან 7400 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ ადამიანებს არ გაზრდიათ შემოსავალი.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომ უახლოეს წლებში გავაორმაგებთ საქართველოს ეკონომიკას და გავაორმაგებთ შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე. უახლოესი 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით და საქართველო გახდება მიზიდულობის ცენტრი, სადაც, პირველ რიგში, შევძლებთ იმას, რომ ჩვენს ემიგრანტებს დავაბრუნებთ ქვეყანაში. პოლიტიკაში ჩემთვის მთავარია სიტყვა და მისი ფასი და ამას ჩვენ დავაბრუნებთ,”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები