2 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელები და ნახა თუ არა დედამ შვილის ცხედარი?

 თამარ ბაჩალიაშვილი მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს, ფეხსაცმელები არ ეცვა. 

 

ის, რომ გარდაცვლილს ფეხსაცმელები არ ეცვა, ჩანს მისი ცხედრის ავტომობილიდან გადმოსვენების ამსახველ ვიდეო კადრებშიც.

ინფო რუსთავს აღნიშნული ფაქტი ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმაც დაუდასტურა.

ჩვენს კითხვას, ამოიღო თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელები გამოძიებამ მიხეილ რამიშვილიი პასუხობს:

“თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები“, – განუცხადა “ინფო რუსთავს” მიხეილ რამიშვილმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, ჯერ-ჯერობით უჭირს რაიმეს თქმა ან ვერსებზე საუბარი, თუ რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვლილი გოგონას დედის თქმით  მას  ემოციური ფონის გამო არც ცხედარი და არც შემთხვევის ადგილზე ცხედრისთვის გადაღებული ფოტოები არ უნახავს. მისივე თქმით, შვილის ცხედარი მამამ ნახა, თუმცა შოკურ მდგომარეობაში იყო და ვერ გაარჩია ვერაფერი და ცხედარიც ვერ ამოიცნო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები