1 8 : 5 4
 | 

საზოგადოება

"ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება" - გოგო თოფაძე

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან ჩადენილთან დაკავშირებით პასუხი უნდა აგოს.

როგორც საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტებს თოფაძემ განუცხადა, მას ურეკავენ, თუმცა, მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს.

"12:00 საათზე მივედი, ჩემი შვილიშვილი უკეთ იყო, გამოაცალეს რაღაცები, რამდენიმე წუთი ველაპარაკე, მითხრეს, ხვალ და ზეგ სიტუაცია გამოსწორდება და აღარავითარი რისკი არ გვექნებაო... მთავარია, ჩემი შვილიშვილი ამ ეზოში, სახლში კინაღამ მოკლეს. მერე ის კაცი გამოიქცა, ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და აგოს პასუხი. მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება...

ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ საავადმყოფოში მოვარდა დილის 08:30 საათზე, შევარდა, ვითომ დაჭრილია, გაიკეთა დიდი რაღაც, მერე საღამოს კიდევ მოვიდა, ექიმიც მოიყვანა და კიდევ დაწვა საავადმყოფოში... რატომ? რომ გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩება", - განაცხადა თოფაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები