0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ბევრი წყარო იძლევა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არა თვითმკვლელობამდეა მიყვანილი, არამედ მოკლულია"

გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი ვიღაცამ გაასუფთავა.

„არ არის გამორიცხული... ძალიან ბევრი წყარო და ბევრი ინფორმაცია იძლევა იმის უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს გოგო არა თვითმკვლელობამდეა მიყვანილი, არამედ ნამდვილად მოკლული იქნა. ეს გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ის ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რისი მსხვერპლიც გახდა. ეს ინფორმაცია ინახებოდა იმ ლეპტოპში, რომელსაც ის არასდროს არ ტოვებდა და თან დაჰქონდა. ლეპტოპში, აბსოლუტურად არ აღმოჩნდა არაფერი...არც „ინსტაგრამი“, არც „ვოთსაფი“, ქალბატონმა თეონამ, თამარის დედამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საკუთარი თვალით აქვს ნანახი, თამარს ლეპტოპში ფეისბუქი რომ ჰქონდა და როგორ სარგებლობდა მისით“, - განაცხადა რამიშვილმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები