,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
|
ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე ხალხის ფულს და ადმინისტრაციულ რესურსს, საკუთარი პიარისთვის იყენებს, რაშიც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ეხმარება.
მაგალითად: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სოფელ ჯალაურთაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი, პაატა კვიჟინაძის უშუალო ძალისხმევით ხორციელდება, რაც ერთი მხრივ სიცრუეა, ხოლო მეორე მხრივ - საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
„პაატა კვიჟინაძე ხალხის ფულს და ადმინისტრაციულ რესურსს საკუთარი პიარისთვის იყენებს, რაშიც საჩხერის მერია ეხმარება“ - გიორგი კაპანაძე ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე ხალხის ფულს და ადმინისტრაციულ რესურსს, საკუთარი პიარისთვის იყენებს, რაშიც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ეხმარება. მაგალითად: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სოფელ ჯალაურთაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი, პაატა კვიჟინაძის უშუალო ძალისხმევით ხორციელდება, რაც ერთი მხრივ სიცრუეა, ხოლო მეორე მხრივ - საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. „მუნიციპალური გავითარების ფონდის წამომადგენლები სოფელ ჯალაურთაში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილზე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ახალი პროექტი გააცნეს, რომელიც სოფელ ჯალაურთაში გზების რეაბილიტაციას გულისხმობს. ინფრასტურუქტურული პროექტების გარდა საუბარი გენდერულ თემასაც შეეხო. მუნიციპალუტრი განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ინფრასტურუქტურული პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში ქალბატონების ჩართვის რეკომენაცია გასცეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. აღნიშნული პროექტი ხორციელდება საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის უშუალო ძალისხმევით და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“, - წერია საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მათ შორის უცხოური ბანკებით, საფინანსო ორგანიზაციებით ფინანსდება. ამ ფონდის დონორებთან კი ვერანაირი კავშირი ვერ ექნება მოსკოვში გამდიდრებულ პაატა კვიჟინაძეს, რომელიც 8 წელია უკვე დეპუტატია, თუმცა, 8-ჯერ არ ექნება ხმა ამოღებული პარლამენტში - თუნდაც საჩხერელების უკეთ ცხოვრების მიზნით. „ეს არის ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენების კონკრეტული ფაქტი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ. რა შუაშია ან ამ პროექტთან ან მუნიციპალური განვითარების ფონდთან პაატა კვიჟინაძე? ის აფინანსებს? მისი ფულია? რატომ იბრალებს ეს კაცი რომ თურმე მისი "უშუალო ძალისხმევით" ხორციელდება ეს პროექტი ან რატომ წერია კვიჟინაძის როლის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე? ამ ფაქტებს ჩვენ აუცილებლად გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა საარჩევნო თემაზე მომზადებულ ანგარიშებში მოხვდეს“ - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი კაპანაძე, რომელიც ამ ფაქტებს ასაჯაროვებს. გიორგი კაპანაძე, დიდი ალბათობით, მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები