2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„არ ვიცი ეს ადამიანი საიდან მოვიდა, არ იყო ეს ადამიანი თამუნას შეყვარებული" - თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის განცხადებით, ბაჩალიაშვილს არა ბაჩანა ლობჟანიძე, არამედ სხვა შეყვარებული ჰყავდა.

„არ ვიცი ეს ადამიანი საიდან მოვიდა, არ იყო ეს ადამიანი თამუნას შეყვარებული... თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული მარტო, რომელიც ვიცი და თვითონაც გამაცნო და ახლაც მაქვს იმ ადამიანთან კონტაქტი. ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე, საერთოდ, 22-ში თუ 23-ში ბაჩანამ რომ მომწერა, უბრალოდ მისამართი გავუგზავნე, "გიფები" და სურათები ჩამიყარა, გაკვირვებული ვიყავი - შენ ვინ ხარ, შენზე რატომ არ მითხრა თამუნამ არაფერი-მეთქი“, - განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები