1 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გარდაცვლილია ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი - ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ოთხი  კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ბათუმში მოხდა. მახინჯაურის დასახლებაში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. გარდაცვლილია ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი.

დაღუპულები გადაყვანილი არიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ოთხი დაშავებული კი მძიმე დაზიანებებით სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები