0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სვანეთში იფიცირებულია ერთი ოჯახის 17 წევრი

მესტიაში, სოფელ ლენჯერში კოვიდ 19-ის აფეთქება მოხდა - არსებული ინფორმაციით, სოფელ ლენჯერში თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული ოჯახის ერთ-ერთი წევრი კორონავირუსით იყო იფიცირებული. დღეის კვლევებით ინფექცია ოჯახის ყველა დანარჩენ წევრს, სულ 17 ადამიანს დაუდასტურდა. 

ოჯახის 11 წევრის გადმოყვანა იგეგმება ამ წუთებში ზუგდიდში, რუხის საავადმყოფოში. ერთი ინფიცირებული უკვე ქუთაისშია, ოჯახის ხუთი წევრი კი თბილისში იმყოფება. 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ჩაიკეტება თუ არა სოფელი ლენჯერი. გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის თქმით, თუ ინფიცირება აღნიშნულ ოჯახს არ გასცდა, სოფელს საკარანტინე ზომების გამკაცრება არ დაემუქრება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები