1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა - დაზიანებები განვითარებულა ცემის რეჟიმში

დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიის წევრები მივიდნენ ერთიან გადაწყვეტილებამდე და ექსპერტიზის წარმოების პროცესში აზრთა სხვადსხვაობას ადგილი არ აქვს.

„საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთიან გადაწყვეტილებამდე და ექსპერტიზის წარმოების პროცესში აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ აქვს. ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა, ამავდროულად ცალსახად გამოვრიცხეთ, რომ შაქარაშვილს დაგორებით არ შეეძლო ამ დაზიანებების მიღება, რამეთუ ადგილი უნდა ჰქონოდა სხვა სახის დაზიანებებს. ამავდროულად, ჩვენ გამოვრიცხეთ ყველაზე ყურადსაღები შინაგანი ორგანოების გამოკვლევით ნანახი დაზიანებების, რეტროპერიტონიალური ჰემატომის, სისხლჩაქცევების და მცირე მენჯის რბილ ქსოვილების სისხლჩაქცევების განვითარების შესაძლებლობა სიმაღლიდან დაცემით და შესაბამისად, დავდეთ დასკვნა, რომ ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივი ბლაგვი საგნის საკმაო ძალის ზემოქმედებით. ასევე, გამოიკვეთა წელის პროექცია, სადაც სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთი გვაძლევდა საშუალებას, მაღალი ალბათობით გვეთქვა, რომ ამ ლოკაციაში ხელკეტის მაგვარი საგნის ზემოქმედებით უნდა იყოს დაზიანება მიყენებული. სავსებით დასაშვებია, რომ დაზიანებები განვითარებულიყო ცემის რეჟიმში. ყველა არის სიცოცხლის დროინდელი“, - განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები