1 2 : 1 9
 | 

საზოგადოება

“ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას იწყებს

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება. 

კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

კანდიდატების წარდგენის ღონისძიების შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე პარტიისთვის მნიშვნელოვანია. 

„ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ „ლელო“  მოდის ძალიან კონკრეტული ხედვებით, ახალი ენერგიით, ახალი სახეებით და ადამიანებით, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან სუფთა, მაგრამ არა ცარიელი ხელებით. ეს არის მშრომელი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები და ერთი იდეაა, რომ დროა, საქართველო გახდეს გამარჯვებული ქვეყანა, ჩვენ შეგვარჩვიეს დამარცხებას და უკან დახევას. ეს უნდა დასრულდეს და დაიწყოს გამარჯვების ახალი ეპოქა საქართველოსთვის და ამაში "ლელო" ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე ისაუბრა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამაც. მისი თქმით, „ ლელო“  საკუთარი ქვეყნისთვის  ძლიერ და პრინციპულ გუნდს ქმნის. 

„განწყობა სრულიად შესანიშნავია, დღეს ჩვენ წარვადგენთ ძალიან ძლიერ, ძალიან პრინციპულ გუნდს, რომელიც იბრძოლებს აბსოლუტურად შეუპოვრად იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს და ვაპირებთ, რომ მოვიგოთ აბსოლუტურად ყველა ოლქი,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:50

    საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფ...

    ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 43 კი თბილისში დაფიქსირდა. მისი განცხადებით, ქვეყან...

  • 11:45

    "მეშინოდა, რომ ეს დღე დადგებოდა..." - ტრაგედია ვახ...

    ვახო სანაიას მამა გარდაეცვალა, ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს "ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი წავიდა. მამაჩემი. იმდენი იბრძოლა, იმდენი, მაგრამ სიკვდილთან ყველანი უძ...

  • 10:23

    ფულის არალეგალურად გასესხება ევროპის ქვეყნებში აკრ...

    ფულის არალეგალურად გასესხება, კერძოდ მევახშეობა, რომ კანონით ისჯება, გერმანიის მაგალითი ამის ნათელი დასტურია, სადაც ფულის გასესხებას არეგულირებენ, მევახშეობა კი დასჯადია.  დოკუმენტში, რომელიც გერ...

  • 23:53

    ვინ არის ქალი, ვისზეც თამარი ეჭვიანობდა? – “ცხოვრე...

    გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა მოგვასმენინეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს. ერთ-ერთ ჩანაწერში თამარი...

  • 23:52

    “2 წლის მერე, მეყოლება ლამაზი ოჯახი, მეყოლება მეუღ...

    დღეს გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა მოგვასმენინეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს. “გამარჯობა თა...

  • 19:05

    ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარი...

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრ...

  • 19:02

    ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარი...

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრ...