1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე - სასურველია აჭარაში იმუშაოს პრინციპმა „დარჩი სახლში“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, აჭარის რეგიონში კამპანია „დარჩი სახლში“ კვლავ ამოქმედდეს.

გამყრელიძე განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოუწოდებს, რომ ვითარების დასტაბილურებამდე მობილობა შეამცირონ.

„ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოვუწოდებ, პრინციპი „დარჩი სახლში“ ავამოქმედოთ ისევ აჭარაში და მაქსიმალურად იყოს დისტანციური მუშაობა. მოვუწოდებ ხანდაზმულებს, სასურველია, რომ დროებით, ვიდრე აჭარაში სიტუაციას ისევ დავასტაბილურებთ, მობილობა დაეცეს. რა თქმა უნდა, მათ არავინ დააჯარიმებს, მაგრამ სასურველია, რომ „დარჩი სახლში“ პრინციპმა აჭარაში იმუშაოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები