1 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დავით ფურცხვანიძე დაკავებულია

მიშა რამიშვილის ე.წ. წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია.

ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები