ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
პარტია „ლელო“-ს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზად „იაპონური მოდელი“ მიაჩნია.
ეს ქვეყანა უნიკალური მაგალითია, როგორ შეიძლება ერთდროულად იყო XX და XXI საუკუნეებში ერთ-ერთი ლიდერი დემოკრატიის, ინოვაციის, ეკონომიკური ზრდის, საუკეთესო ხარისხის პროდუქციით მსოფლიო ბაზრებზე გასვლის, უახლესი ტექნოლოგიების, ასევე ახალი ეპოქის საუკეთესო სოციალური სისტემების დანერგვის თვალსაზრისით, თუმცა, იმავდროულად, სათუთად ინარჩუნებდე ათასწლოვან ტრადიციებს! ისე, რომ უძველესი კულტურა, მთელი მისი განუმეორებელი თვითმყოფადობით, არათუ ორგანულად უთავსდებოდეს, არამედ ხელს უწყობდეს სწრაფ განვითარებას.
ვინც იაპონიაში ყოფილა, დამეთანხმება, რომ ეს სინთეზი იქ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა: პირველ რიგში ადამიანთა ურთიერთობებით.
აი მცირე მაგალითი: ევროპის ქვეყნებში სრულიად ბუნებრივია, რომ კაფეს სტუმარი დახლთან ფინჯანი ყავისათვის ერთ ფასს იხდიდეს, ხოლო მაგიდასთან - უფრო ძვირს. ტოკიოში ასეთი რამ გამორიცხულია: ეს სტუმართმოყვარეობის უძველესი ტრადიციის დარღვევად ითვლება. იქვე აუცილებლად შენიშნავთ, რომ „მასპინძლის“ კეთილგანწყობა არა მხოლოდ პროფესიული მოვალეობაა, არამედ ეროვნული „კულტურული კოდის“ გამოვლინებაც. შემთხვევითი როდია, რომ იაპონური „სერვისი“ საუკეთესოდ ითვლება მთელს მსოფლიოში.
„ლელო“-ს „მარშალის გეგმაში“ სტუმართმოყვარეობა, როგორც „კულტურული კოდი“, მიჩნეულია მნიშვნელოვან „ინდუსტრიულ“ რესურსად. და ეს სრულებითაც არ არის გადაჭარბება ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით: ზუსტად ასევე განიხილება ეროვნული ტრადიცია იაპონიაში, სადაც განვითარებულია არა იმდენად მასობრივი, რამდენადაც „ელიტური ტურიზმი“. ისევე, როგორც „ლელო“ სთავაზობს ქვეყანას ელიტურ: „ღვინის“, „კულინარიულ“ და „ეთნო“ ტურისტულ პროდუქტებს.
ასევე შეინარჩუნეს იაპონელებმა მშობლებისადმი ეჭვმიუტანელი პატივისცემა, შვილების ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდის პრიორიტეტულობა, სისხლის ნათესაობის ტრადიცია, რიტუალებისადმი საკრალური დამოკიდებულება, მეგობრობა, როგორც განსაკუთრებული ღირებულება, დედა-ენისა და ეროვნული დამწერლობისადმი მოკრძალება......თვალის ჩინივით უფრთხილდებიან კულტურის ძეგლებს, „თავს დაჰკანკალებენ“ მიწის ყოველ გოჯს, რომელიც ეროვნული ისტორიის ნაკვალევს ინახავს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ როგორ შეძლეს იაპონელებმა თავისი იდენტობის ასე განუშორებლად შენარჩუნება მას შემდეგ, რაც უსასტიკესად დამარცხდნენ მეორე მსოფლიო ომში და ეროვნული პროდუქტის 40% დაკარგეს?
ქვეყანა დანგრეული და გაჩანაგებული იყო; ეროვნული ცნობიერება - ძლიერ ტრავმირებული. ისევე, როგორც საქართველო, - ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციისა და რამდენიმე ეთნოწმენდის შედეგად.
ამის მიუხედავად, სულ რაღაც 20-30 წლის შემდეგ იაპონია მსოფლიო ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ლიდერად იქცა.
ამ „საოცრებას“ ზუსტი ახსნა აქვს: იაპონიამ, სასტიკი მარცხის შემდეგ, განსაზღვრა უმთავრესი პრიორიტეტი: განათლება! სწორედ ამ მიმართულებით ხარჯავდა იაპონიის ომისშემდეგომი მთავრობა უდიდეს თანხებს: „ინვესტიცია ადამიანურ რესურსში“ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად ითვლებოდა. მთავრობა ხელს უწყობდა ეროვნული სამეცნიერო კადრების მყარ დასაქმებას, ახალი უნივერსიტეტების გახსნას და სამეცნიერო მიღწევათა დაუყოვნებელ ათვისებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში.
„ლელო“-ს მოდელიც ითვალისწინებს განათლების პრიორიტეტულობას, ევროპულ დონესთან მის გათანაბრებას და მასწავლებელთა ხელფასის გაზრდას.
იაპონიაში საშუალო სკოლის მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო პროფესიაა. ასე უნდა იყოს საქართველოშიც.
სულ რაღაც 15 წელიწადში, ის იაპონელი ბიჭუნები და გოგონები, რომლებიც ჯერ კიდევ იავარქმნილი ტოკიოს, ჰიროსიმას, კიოტოს, ნაგასაკის სკოლებში ბეჯითად ხატავდნენ იეროგლიფებს, შემდეგ კი უნივერსიტეტები დაამთავრეს, ქვეყნის ელიტად იქცნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ლელო“-ს წინადადება „იაპონური მოდელის“ შესახებ არ გულისხმობს მხოლოდ კულტურისა და ეროვნული ტრადიციებისადმი ამგვარ დამოკიდებულებას.
ეროვნული იდენტობის „ეკონომიკური საფუძვლის“ შესაქმნელად, იაპონიის მთავრობამ განვითარების წინაპირობად აქცია თანმიმდევრული „მემარჯვენე-ცენტრისტული“ პოლიტიკა. იაპონია იქცა მთელი რეგიონის ფინანსურ და ლოჯისტიკურ ცენტრად, სწრაფად შენდებოდა პორტები, ვითარდებოდა რეგიონები, მთავრობა და ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებდნენ ეროვნული ვალუტის სიმყარის შესანარჩუნებლად; იაპონიის მთავრობა მხარს უჭერდა ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვანი პოზიციების მოპოვებას, რასაც ხელი შეუწყო მკაფიოდ პროდასავლურმა საგარეო პოლიტიკამ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოგვიანებით კი ევროკავშირთან დაახლოებამ.
მართლაც ყოველმხრივ მისაბაძი მაგალითია იმისა, თუ ხანგრძლივი ტრაგიკული პერიოდის შემდეგ, როგორ დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა ისე, რომ შევინარჩუნოთ „მეობა“ და „დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის“.
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი. ისტორიკოსი.
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები