0 5 : 5 3
 | 

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი თანაგუნდელი მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადასული, რადგან მას ინფიცირებულ ნინო წილოსანთან კონტაქტი ჰქონდა.

„რაც შეეხება პარტიაში კორონავირუსის გავრცელებას, ორ დეპუტატს დაუდასტურდა ინფექცია, ესენი არიან ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი. მამუკა მდინარაძე არის იზოლაციაში გადასული, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან. სხვას უშუალო კონტაქტი ამ დეპუტატებთან არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე, იზოლაციაში არის გადასული მამუკა მდინარძე, რაც პრობლემას ქმნის, ბუნებრივია, საარჩევნო შტაბში, ვინაიდან მას ჰქონდა აქტიური და მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო შტაბის მუშაობაში. შტაბის სხვა წევრები იზოლაციაში არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პირველადი კონტაქტი ან რაიმე მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულებთან არ უფიქსირდებათ,“- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები