1 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს

დასავლეთ საქართველოში 26-30 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, ჰაერის ტემპერატურა კი +25, +30 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 28 – 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

„31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

თბილისში 26-27 და 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +18 გრადუსამდე დაიკლებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები