1 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ტრაილერის მძღოლს გოგონას გაუპატიურება უნდოდა… გზაზე დატოვებული გოგო ეკიპაჟმა 3 წუთში იპოვნა”

„დღეს გვქონდა პრესკონფერენცია საფარში. ერთი საქმე გვაქვს, ავტოსტოპით მგზავრობდა გოგო, ტრაილერის მძღოლმა ჯერ მისი გაბრუება სცადა სხვადასხვა ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერებით, მერე კი დაჟინებით სთხოვდა სექსს. გოგო უარზე იყო და უშედეგოდ იხვეწებოდა მანქანის გაჩერებას.

ბოლოს გოგომ მოახერხა მეგობრისთვის ჩუმად მიწერა, მეგობარმა გოგოს ნომერი პოლიციას შეატყობინა. ჯერ 112 დაუკავშირდა ტრაილერით გატაცებულ გოგოს, მერე კრიმინალური პოლიცია. გოგომ მოახერხა ისე გასაუბრებოდა მათ, თითქოს მეგობარს ესაუბრებოდა, ძირითადად “კი და არა” პასუხებით მიახვედრა სად იმყოფებოდა ავტობანზე. რამდენიმე ეკიპაჟმა დაიწყო მისი აქტიური ძებნა, ბოლოს თავად მძღოლს გაესაუბრა პოლიცია და გააჩერებინა მანქანა“,- ამის შესახებ ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

„გზაზე დატოვებული გოგო ეკიპაჟმა 3 წუთში იპოვნა. მოძალადეს არავინ დადევნებია. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა და მძღოლი ამოიცნო მსხვერპლმა, ის პირი დაკავებული დღემდე არ არის და არც გაუპატიურების მომზადებით არ მიდის გამოძიება ამ ეტაპზე. პრესკონფერენციის მერე დაგვიკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ გოგოს ხვალ ცნობენ დაზარალებულად.

რატომ გიყვებით ამ ამბავს:

1. სქესობრივი დანაშაულების გამოძიება და ბრალის წარდგენა ზოგადად ჭიანურდება საქართველოში.

2. სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ პირებს წინასწარი პატიმრობას იშვიათად თუ უფარდებენ.

3. ასეთი გამოუვალი მდგომარებისაგან თავდასაცავად საუკეთესო აპლიკაცია safe you გვაქვს ქართულ ენაზე, რომელიც თქვენ ზუსტ ლოკაციას ატყობინებს თქვენ მეგობრებს, ემჯეოებს და პატრულს, მაგრამ ხალხმა არ იცის ამ აპლიკაციის შესახებ და ძალიან წვალობენ საფრთხეში ჩავარდნილი ქალები. გთხოვთ, გაავრცელოთ ინფირმაცია ამ აპლიკაციაზე ყველა შესაძლო გზით. სწორედ ამ მიზნით ვთარგმნეთ აპლიკაცია ქართულად.

ჩვენ ვიმუშავებთ და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა გახდეს მგრძნობიარე და ადეკვატური სქესობრივი დანაშაულების მიმართ, ოღონდ თქვენც ამოიღეთ ხმა და დაიცავით საკუთარი უფლებები, ქალებო“,- წერს ბაია პატარაია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები