1 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გუშინ მიცვალებულს გავდა, ლოყებს იხოკავდა – მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ვიდეომიმართვით ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კარუსელების საშუალებით არჩევნების გაპრავებას აპირებს.

„ბიძინა ივანიშვილს ჰყავს, დაახლოებით, 500-700 კაციანი ბრიგადა, “კარუსელებით” მისვლას აპირებენ ბევრ ადგილზე, ერთდროულად და არარსებული ხმების ჩაყრას. ზუსტად ასე ჩაყარა მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ზუსტად ასე აპირებს თქვენი გამარჯვების მოპარვას!

მას არც კამპანია ჩაუტარებია, გუშინ მიცვალებულს გავდა, ლოყებს იხოკავდა. მინდა ვუთხრა ჩვენს დამკვირვებლებს, ჩვენ გვაქვს სახის ამოცნობის პროგრამა, შეეცდებიან სახის ამომცნობები გაყარონ უბნებიდან – არ დაუშვათ მათი გაყრა და მეორე, აღმოვაჩინოთ კარუსელები“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები