1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მღვდელ-მონაზონი შიო კორონავირუსით გარდაიცვალა

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

„დღეს, 2020 წლის 21 ნოემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი).

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედკოლეგია მწუხარებას გამოვთქვამთ მამა შიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი შიო”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები