0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იმუშავებს თუ არა ტრანსპორტი აღდგომის დღეებში და 4-11 მაისის უქმეების დროს - სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 4-11 მაისს გამოცხადებულ უქმე დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება არ შეიზღუდება.

"ეს არ ეხება ტრასპორტს, 4-11 მაისის უქმე დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ შეიზღუდება. საჯარო და კერძო სექტორის შემთხვევაში კი დეტალები დაზუსტდება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. შემთხვევების რაოდენობა ჯერჯერობით მზარდია, მაგრამ არა იმდენად, რომ ვისაუბროთ ტალღურ მიმდინარეობაზე. ყველაფერი კეთდება ქვეყანაში, რომ მესამე ტალღა გადავადდეს და არ დავდგეთ ისეთი მოვლენების წინაშე როგორც ვიყავით ნოემბერსა და დეკემბერში. 

რაც შეეხება სააღდგომი დღესასწაულებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს, საკოორდინაციო საბჭო კიდევ დამატებით იმსჯელებს ამ საკითხზე და მოსახლეოისთვის ყველაფერი იქნება ცნობილი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები