1 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში დადებითი დინამიკა შეინიშნება და მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი.

"აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ჩვენ, მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო... გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეტაპობრივად მიწოდებასაც ვზრდით, რაც გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველოში არის დადებითი დინამიკა ვაქცინის სარგებელთან დაკავშირებით", - თქვა ტიკარაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები