1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დარეგისტრირდა 9 000 ადამიანი, თუმცა, შემოსვლის 800 000 მცდელობა იყო – ამირან გამყრელიძე

12 მაისს, 20:00 საათიდან მოქალაქეები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის “სინოფარმის” მეორე დოზაზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, თუმცა პორტალი გადაიტვირთა და დარეგისტრირება შეუძლებელი აღმოჩნდა. მოქალაქეებმა “სინოფარმის” მეორე დოზაზე დარეგისტრირება 13 მაისის დილიდან შეძლეს. თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, იგივე მოხდა აპრილშიც, როცა ფაიზერის აცრაზე რეგისტრაციისთვის გაიხსნა პორტალი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, IT -სპეციალისტები ამბობენ, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია და აღარ განმეორდება.

“სინოფარმის მეორე დოზაზე დარეგისტრირდა სულ მცირე 9 000 ადამიანი. ასევე აქტიური იყო რეგისტრაცია “ასტრაზენეკაზე”, რადგან ვაქცინაციის ასაკმა დაიკლო 45 წლამდე, ხოლო “ფაიზერის” მეორე დოზაზე ყველა დარეგისტრირებულია.

ერთ-ერთი ვერსიაა, რომ როცა გაიხსნა რეგისტრაცია “სინოფარმის” მეორე დოზაზე და დაიწია “ასტრაზენეკას” ასაკმა, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები გვეუბნებიან, 800 000-მდე შემოსვლის მცდელობა იყო, სწორედ ამას ვერ გაუძლო სისტემამ და მოხდა ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც დრო დასჭირდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები