0 6 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“არ არის ის ნიუსი ჩვენი და არც პაატა იმნაძეს უთქვამს მსგავსი რამ” - ხატია გოგობერიძე

სოციალურ ქსელში დღეს ვირუსულად გავრცელდა პაატა იმნაძის ციტატა, რომელსაც თითქოს ინტერნეტ პორტალი on.ge ავრცელებდა, თუმცა როგორც გაირკვა, აღნიშნული "სქრინი" ფეიკ ნიუსია და სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საიტის რედაქტორმა, ხარია გოგობერიძემ სოციალურ ქსელში დაწერა

"მორიგი სქრინი გავრცელდა On.ge-ს ლოგოთი. არ არის ის ნიუსი ჩვენი და არც პაატა იმნაძეს უთქვამს მსგავსი რამ.

 

არ ვიცი, რა ხუმრობაა ეს, მაგრამ მედიას აზიანებს. სხვათაშორის, ამას ხელს უწყობს ნიუსების მოსქრინვაც."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები