1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დიდ დიღომში, საცხოვრებელ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, ნიგერიის მოქალაქეები არიან.

ამასთან, ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.

“დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. სამი ადამიანი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ დიდი დიღომის აღნიშნულ დასახლებას ბუნებრივი აირით "დიღომი გაზი" ამარაგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები