1 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ჯგუფი „ადილა“ - ქართული ფოლკლორის ახალგაზრდა შემსრულებლები

ჩამოტვირთვა

გიორგი გოგოლაური, ლადო დონღვანი, გიორგი ცხადაძე - ყველასთვის უკვე ცნობილ ჯგუფ „ადილას“ მატება აქვს - გიორგი ჩიტაური და ჯგუფ „ჩელას“ 4 წევრი.... „ადილა“მაყურებლის წინაშე უკვე 8 კაციანი შემადგენლობით წარსდგება. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ისინი ერთმა საქმემ და მიზანმა გააერთიანა. ადილას ბიჭები აცხადებენ, რომ საკუთარი თავის პატრონები თავად არიან, არც პროდიუსერი ჰყავთ, არც სპონსორი და ქართულ საესტრადო სივრცეში ადგილის დამკვიდრება თავიანთი სახსრებით უწევთ. ჯგუფი „ადილა“ ახალი შემადგენლობით მაყურებლის წინაშე, რამდენიმე დღის წინ გამართულ ხევსურულ საღამოზე წარსდგა, რაც შეეხება უფრო მასშტაბურ კონცერტებს, ჯგუფი სულ ახლო მომავალში თიანეთში სოლო კონცერტის გამართვას გეგმავს. მანამდე კი დამღლელი რეპეტიციები და ბევრი მუშაობა აქვთ წინ...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები