0 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ჯგუფ „ადილას“ პირველი სოლო კონცერტი თიანეთში

ჩამოტვირთვა

ჯგუფი „ადილა“ ახალი შემადგენლობით მაყურებლის წინაშე თიანეთის კულტურულ ცენტრში გამართულ საღამოზე წარსდგა. სოლო კონცერტისთვის მუსიკალური ანსამბლი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა. „ადილას“ წევრებს არც სპონსორები ჰყავთ და არც პროდიუსერი ისინი ტექსტსა და მუსიკას თავად ქმნიან. ადილას რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორია გაცოცხლებული. მომღერლები მაყურებლის წინაშე, როგორც ახალი, ისე ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერებით წარსდგენენ. ჯგუფ „ადილას“ წევრების თქმიტ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და უახლოეს მომავალში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოლო კონცერტების ტურნეს დაიწყებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები