0 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება

ჩამოტვირთვა

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში ბრუნდება. ამის შესახებ განცხადება რეჟისორმა ფეისბუქის საკუთრ გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია :" გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკო(ჩიქობავას)კუთვნილებაა, არც ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მართველმა როგორც მურმანივითშეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიასი, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ვინ არიან ეს პუკები, ან გაზარმაცებული მსახიობები - თამაში რომ აღარ უნდათ უბრალოდ ეშინიად. ან იმ რეჟისორების სიამაყე, ლონდონის 40 წლის წინ დადგმულ სპექტაკლს ქართულ თეატრში უნიჭოდრომ იმეორებენ . ამიტომ მოვდივარ! ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისაც ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე უნიჭო არტისტებს. ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს ეს რუსთაველის თეატრია! ქართველების ერთადერთი თეატრი. სამწუხაროდ... მოვდივარ!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები