0 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„მადლობა ამ გამოცდილებისთვის“ - ოპრა უინფრის დასამახსოვრებელი ფრაზები

    ოპრა უინფრის ხშირად ასახელებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად, ის ზღაპრულად მდიდარია - მილიონობით დოლარისა და ათიათასობით თაყვანისმცემლის "პატრონია". თუმცა, პოპულარული ტელეწამყვანის მთავარი განძი - ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია

 გთავაზობთ ოპრას  ყველაზე შთამაგონებელ ფრაზებს 

 1.როგორიც უნდა იყოს თქვენი მიზანი, მიაღწევთ, თუ შრომას არ დაიზარებთ.

 2. ენდეთ საკუთარ ინსტიქტებს. ეს ყველაზე ბრძნული რამ არის ცხოვრებაში.

 3. მხოლოდ ის ადამიანები შემოიკრიბეთ გარშემო, რომლებიც აღმასვლაშიდაგეხმარებიან.

 4. თუ აკეთებთ საქმეს, რომლისთვისაც ფულს არ გიხდიან, გაიხსენეთ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხართ.

 5. მადლიერი იყავით იმის გამო, რაც გაქვთ და საბოლოოდ მეტს მიიღებთ. თუ ყურადღების კონცენტრირებას იმაზე ახდენთ, რაც არა გაქვთ, არასდროს არაფერი იქნება თქვენთვის საკმარისი.

 6. მე არ მჯერა უიღბლობის. უიღბლობა არ არსებობს, თუ მუშაობა სიამოვნებას განიჭებთ.

 7. ცხოვრებაში მხოლოდ იმას იღებთ, რაის მოთხოვნასაც ბედავთ. ნუ შეგეშინდებათ უფრო თამამი მოთხოვნების.

 8. რაც მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ.

 9. ყოველთვის ვიცოდი, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მჯეროდა, რომ 32 წლისა გავმდიდრდებოდი.

 10. წარმატების საიდუმლო ის არის, რომ არავითარი საიდუმლო არ არსებობს. იშრომეთ და მიზანსაც მიაღწევთ.

 11,აქციეთ თქვენი ჭრილობები სიბრძნედ

 12.ცხოვრების ნამდვილი საიდუმლო ის არის, რომ საიდუმლო არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი, მისკენ მიმავალი გზა, შრომის სიყვარულზე გადის

 13.არ მისცე შიშს უფლება შენზე გაიმარჯვოს

 14.არაფერი არ მოხდება მანამ, სანამ თავად არ გადაწყვეტ. მიიღე გადაწყვეტილება და უყურეთ საკუთარ წინსვლას

15.გახსოვდეს, სიმართლე ყველაზე ძლევამოსილი იარაღია

 16. ნამდვილი პატიება ნიშნავს, როცა შეგიძლია თქვათ:“ მადლობა ამ გამოცდილებისთვის“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები