1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე - ქალის საუკეთესო ხმა


პალმა დე მაიორკის ტეატრო პრინსიპალის პუბლიკის რჩეული ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძეა. ქეთევან ქემოკლიძემ ივნისის თვეში ბელინის “ნორმაში” ადალგიზას პარტიის შესრულებისათვის მიიღო ხმათა უმრავლესობა და სეზონის ქალის საუკეთესო ხმის ტიტული მოიპოვა. 

ყველაზე გავლენიანმა ესპანურმა საოპერო ჟურნალი “ოპერა აქტუალი” მის გამოსვლაზე წერს “ოქროს კატეგორიის სრულყოფილი ადალჯიზა, რომელიც გვახსენებს საოპერო ისტორიის გრანდიოზულ ხმებს”. ქეთევან ქემოკლიძე მომავალ სეზონზე მსოფლიოს მრავალ წამყვან სცენაზე წარსდგება, ხოლო 15 ოქტომბერს ქართველი მსმენელის წინაშე “შემოდგომის თბილისის” დახურვაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები