1 6 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ძალიან ცდილობენ მანიაკი ლიფტიორის მიერ, პატარა ბიჭების მასიურად გაუპატიურების ჩაფარცხვას!!!"

ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს : 
"ძალიან ცდილობენ მანიაკი ლიფტიორის მიერ, პატარა ბიჭების მასიურად გაუპატიურების
ჩაფარცხვას!!!
მიზეზი მარტივია-მანიაკი ამაში პატარებს ფულს უხდიდა და ამ ფაქტის დამალვას ცდილობენ მშობლები, თან ცხადია არ უნდათ საკუთარი შვილების იდენტიფიკაცია საჯაროდ და მე ეს, როგორც მშობელს მესმის !!!
მაგრამ პროკურატურის და სასამართლოს არ მესმის!!!
8 წლიანი განაჩენი იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენთაგანის შვილი და შვილიშვილი პოტენციური მსხვერპლია!!! 
და აქ არც პოკიტიკაა და არც არჩევნები!"
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლო განიხილავს პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებული კაცის საქმეს, რომელიც არასრულწლოვნებთან სქესობრივ კავშირს ფარულად იღებდა. საქმეს ათობით დაზარალებული არასრულწლოვანი ჰყავს, მათგან ყველაზე უმცროსი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლისაა.

საქმეში ბრალდებული 43 წლის ლიფტიორია, რომელიც ბავშვებთან სქესობრივ კავშირს ძირითადად ლიფტში ამყარებდა. საქალაქო სასამართლომ მას 8 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა, მან საქმე გაასაჩივრა და სასჯელის ვადის შემსუბუქებას ითხოვს. ქრონიკამ დღეს ბრალდებულის ძმა ჩაწერა, რომელიც მომხდარს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებული ფინანსური დანაშაულისთვის დაიჭირეს.

იგივე ინფორმაცია აქვთ მეზობლებს, რომლებიც ამბობენ რომ მსჯავრდებული ფინანსურ საქმეზეა დაკავებული.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება მსჯავრდებულს ერთ შემთხვევაში გარყვნილ ქმედებას ედავება, მეორე შემთხვევაში კი 16 წლის ასაკს მიუღწეველები სხეულში სქესობრივი ხასიათის შეღწევას.

პროკურატურის ინფორმაციით 16 არასრულწლოვანია დაზარალებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები