1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ბატონებო, მატყუარაა ეს კაცი! მან გაგამათხოვრათ ხალხო!”

“ეს არ არის პოლიტიკა, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს. ეს არის ერთი ადამიანის ნება-სურვილზე დამოკიდებული დანარჩენი ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია მხოლოდ მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე”-აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიას” წევრი, დავით ნებიერიძე.

ამ პარტიას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ესმის რა არის სახელმწიფო, როგორ იმართება ის და რა განაპირობებს სახელმწიფოებრივი განვითარების წარმატებას.

ეს ადამიანი სხვა პლანეტიდან არის, სხვა სამყაროდან არის. უბინძურესი რუსული სამყაროდან, მ,ე არ ვიცი რა იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ვიცი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ემზადება უბინძურესი თამაშისთვის, რაც ძალიან მალე გამომჯღავნდება. პირველ რიგში ეს იქნება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა და მეორე, სუსისა და დანარჩენი ძალოვნების ბინძური ჩარევა არჩევნებში.

როგორ უნდა დაიჯეროთ ბიძინა ივანიშვილის კეთილი ზრახვების, რომელმაც გაგამათხოვღათ და გაგაღარიბათ ხალხო! რომელმაც საყდრისი აგიფეთქათ მხოლოდ იმიტომ, რომ ფული ეშოვა. მისი ყველა განცხადება და ქმედება ახლა ძაფზე ჩამოკიდული ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება. დაიწუწუნა-გუნდიდან არავინ არ მიცავსო..ბოდიში მას სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მისი გუნდის თითოეული წევრი, უბრალოდ მან კარგად გააცნობიერა, როგორც იქნა, რომ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მას და ეს არის მისთვის შიშის მომგვრელი. სწორედ ამის გამო დაიწყო მან ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიტიკაში შემოსვლა, რომ გარანტიები ჰქონდეს. გარკვეული ინდულგენციის მაგვარი ჰქონდეს. ბატონებო, მატყუარაა ეს კაცი. კიდევ ერთხელ გატყუებთ, კიდევ ერთხელ გაყრით თვალებში ნაცარს”-აცხადებს  დავით ნებიერიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები