0 9 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"თავს გაუფრთხილდი, შენი იმედი გვაქვს ყველას.." - ციხეში მყოფი დავით კირკიტაძე ნიკა მელიას დაბადების დღეს ულოცავს

"თავს გაუფრთხილდი, შენი იმედი გვაქვს ყველას.." - ამ ემოციური სიტყვებით ციხეშ მყოფი დავით კირკიტაძე დაბადების დღს ნიკა მელიას ულოცავს.  

"ნიკა, ჩემო ძაო, გილოცავ დაბადების დღეს. მეამაყება შენი თნამებრძოლი რომ ვარ..

 თავს გაუფრთხილდი, შენი იმედი გვაქვს ყველას..კირკიტა" 

 


"ყველამ ძალიან გამახარეთ, მაგრამ ციხიდან კირკიტას მოლოცვამ განსაკუთრებულად გამახარა!"- წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა მიიღო.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

კირკიტაძე 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები