1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ამაღამ მეტეორთა წვიმაა მოსალოდნელი

3 იანვრის ღამეს, 4 იანვარს გამთენიისას, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მცხოვრებნი კვადრანტიდების მეტეორული წვიმის მომსწრენი გავხდებით. 

წელს ამ მოვლენას თან ახლავს ერთი საკმაოდ ხელსაყრელი გარემოება — ახალი მთვარე. შესაბამისად, ცა უფრო ბნელი იქნება. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან.

ახალი მთვარის გამო, ნაკლები იქნება ბუნებრივი სინათლე ცაში და შესაბამისად, დავინახავთ მეტეორთა უმეტესობას. ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში, პიკის დროს, შესაძლებელი იქნება საათში 60-100 მეტეორამდე დანახვა. მეტეორთა ცვენა პიკს 4 იანვრის დილას, თბილისის დროით 07:00 საათზე მიაღწევს.

Earthsky-ს ცნობით, პიკი საკმაოდ ხანმოკლე იქნება და მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება.

მეტეორების ხილვა მთელ ცაზე იქნება შესაძლებელი, მაგრამ კვადრანტიდების მეტეორული წვიმა ყველაზე კარგად დიდი დათვის თანავარსკვლავედის სიახლოვეს გამოჩნდება.




კომენტარები

მსგავსი სიახლეები