0 4 : 4 8
 | 

სოც. მედია

ნანუკა ჟორჟოლიანი - ბიძინასთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ციფრი ყოფილიყო ზუგდიდში. ანუ, მიშას უნდა “წაეგო”

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნების თემას ეხმაურება:

ბიძინასთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ციფრი ყოფილიყო ზუგდიდში. ანუ, მიშას უნდა “წაეგო”. ამიტომაც გადაწერეს ხალხი თბილისიდან. ამიტომაც ათრიეს თინა ბოკუჩავა, ამიტომაც რიგდებოდა ფული ღიად. ამიტომაც იდგნენ უბნებთან “გავლენიანი” ბიძები ვირუჯებითო რომ ამბობდნენ. ანუ, მთავარია მიშამ არ დაამარცხოს და დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია მისთვის.

ძალიან კარგია მეორე ტური მთაწმინდაზე მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება როგორც წესი მეორე ტურში სრულ მობილიზაციას ახდენს და იმარჯვებს. მობილიზაციას ფულის, გავლენების, უბნის, ძველი ბიჭების. მიუხედავად ამისა ახლა, ყველა უნდა გავერთიანდეთ შალვა შავგულიძის ირგვლივ.

და ბოლოს, მე არ მჯერა რომ ბიძინა არჩევნებით წავა. არ გეგონოთ რევოლუციას ვთვლიდე ალტერნატივად. არა, არც ლიდერია, რის გარეშეც რევოლუციები არ ხდება და დროც სხვაა, მაგრამ ბიძინა არ წავა რა. ფული სულ ექნება, ხელისუფლებაც და ხელისუფლებაში ყოფნის სურვილიც. კიდევ კარგი ოსკაროსანი ბებოები გვყავს და ბატკნის შემწირავი ბაბოები თორემ მაგარი ბანძია უკვე ქართული არჩევნები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები