1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კაპანაძე: "მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ხალხის წინააღმდეგ წასვლაზე"

„ინტერნეტ მედია ჯგუფის“ დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ხალხის წინააღმდეგ წასვლაზე. 

იზორიამ ვერ განაწყო ხალხის წინააღმდეგ ჩვენი გმირი ჯარისკაცები.

იგივე მდგომარეობაა შს სამინისტროს სპეცრაზმშიც. მათი დიდი ნაწილი უარს აცხადებს ხელი აღმართოს ხალხზე. 

გახარია მხოლოდ კრიმინალურ პოლიციას ეყრდნობა და ისიც ნაწილობრივ. სწორედ ისინი იყვნენ ყველაზე სასტიკები გუშინ.

ასევე, ჩვენი დიპლომატები უარს ამბობენ მიაწოდონ ცრუ და პროპაგანდისტული ინფორმაცია მეგობარ სახელმწიფოებს.

ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი, ესტონელი, სომეხი დიპლომატები ითხოვენ პასუხს ელჩებისგან იმაზე, თუ რატომ ამოთხარა თვალები საკუთარ ხალხს ივანიშვილმა“, - აღნიშნავს კაპანაძე.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები