1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მოშივდა, ჩვენც შევიყვანეთ და ჩავახუტეთ დედიკოს, მიირთვა რძე და მოვიდა ხასიათზე. დედიკომ ტესტრიება გააგრძელა" - პედაგოგი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა


 ქუთაისის #41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში, პროფესიული უნარების გამოცდაზე ერთ-ერთი პედაგოგი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა.

„გაიცანით ეს პატარა ვაჟკაცი, რომელიც დღეს ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში პედაგოგების გამოცდაზე გამოსულ დედიკოს მოთმინებით ელოდა მანქანაში. შემდეგ მოშივდა. ჩვენც შევიყვანეთ და ჩავახუტეთ დედიკოს. მიირთვა რძე და მოვიდა ხასიათზე. დედიკომ ტესტრიება გააგრძელა. პატარა გიორგი კი მამიკოს დავუბრუნეთ“, - წერს სოციალურ ქსელში  ქუთაისის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი ეკატერინე როსტიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები