0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ღამის ცვლაში თუ მუშაობდნენ ეს ადამიანები და გათავისუფლების ნაცვლად თუ ამ ფორმით არიან დასაქმებული და შესაბამისად ანაზღაურებასაც იღებენ, რა გაუარესდა მათ მდგომარეობაში? ”- ნიკა გვარამია სპარის ამბებზე

"მთავარი არხის" ერთ ერთი დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სპარის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმაურება და წერს:

"სპარის წინააღმდეგ კამპანიას ვაკვირდები.  

ვერ ვხვდები და აქამდე ვერც ვერავინ ახსნა გასაგებად, ღამის ცვლაში თუ მუშაობდნენ ეს ადამიანები და გათავისუფლების ნაცვლად (ღამე აღარ მუშაობს ქსელი) თუ ამ ფორმით არიან დასაქმებული და შესაბამისად ანაზღაურებასაც იღებენ, რა გაუარესდა მათ მდგომარეობაში? თუ ალტერნატივა ამ ხალხის სახლში გაშვებაა (და კომერციული სუბიექტი ვერ შეინახავს იმათ, ვინც პრაქტიკულად აღარ მუშაობს. ამის წინააღმდეგ უკიდურესად მემარცხენე არგუმენტების მიმართ ნულოვანი მიმღეობა მაქვს მე პირადად), როგორღა გაუარესდა მათი მდგომარეობა? ანუ, ვაჭრობის ნაცვლად რომ ძინავთ, ეს არის პრობლემა? ეს არგუმენტი ლეგიტიმურად და ლოგიკურად ჟღერს სპარის მხრიდან.

 

მეორეს მხრივ, სად ძინავს ამ ხალხს და რა პირობებში, მნიშვნლეოვანია. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობა თუა დაცული, მინიმუმ, ჩვეულებრივ რომ მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ, იმ სტანდარტის დონეზე მაინც თუა შენარჩუნებული ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს - სპარს ეს გარკვევით არ აუხსნია და უკვე მის წინააღმდეგ ეს არგუმენტი ჟღერს ლეგიტიმურად და ლოგიკურად. არც ისაა მართალი, რომ სპარის თანამშრომლები არ არიან ქსელის წინააღმდეგ განცხადებების ავტორები - არიან, და მკაფიოდ ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ. 

 

მოკლედ, ჯობია მკაფიო პოზიცია მოვისმინოთ ორივე მხარისგან. თუ კვირამდე მოიცდის და კვლავ აქტუალური იქნება, მე ორივე მხარეს დებატებს ვთავაზობ "მთავარ აქცენტებში".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები