0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამია, მარტო არ ხარ! – ნახეთ, რა ემოციური წერილი გამოუქვეყნა ზურაბ გურულმა ნიკა გვარამიას

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში წერს:

ვუსმენდი დეკემბრის ამ უჟმურ საღამოს, ნიკა გვარამიას მონოლოგს და ვფიქრობდი …

როგორი საცთურია დიპლომატიური სიმშვიდით გაარჩიო “სნაიპერის სამიზნეზე” დასმული კაცის ნაუბარი, გაარჩიო, გააკრიტიკო, ტაქტი და პოლიტიკური შორსმხედველობა დაუწუნო …

მერე საკუთარი გამოცდილება გამახსენდა.

მთელი დღის გათანგული, გაუბედურებული, ტერმინალური პაციენტების კვნესით შეძრწუნებული და დათრგუნული კომპიუტერს მივუჯექი, რომ განცდილი საქართველოში გამეზიარებინა კოლეგებისთვის და … აღმოჩნდა, რომ ტონი ვერ შემირჩევია სწორად თურმე…

არც კი შევეცდები იმის გარჩევას, თუ რა ითქვა იმ მონოლოგში. ვიცი ერთი რამ, თუკი ბოლო ალტერნატიული მედია-საშუალება გაქრება საქართველოში, საბოლოოდ დავყვინთავთ წყვდიადში. და ეს მედია-საშუალება ახლა ერთი კაცის მხრებზე დგას; განაპირებული, სამიზნეზე “დასმული”, განადგურებისათვის განწირული კაცის.

როგორი ადვილია დუმილი ახლა. როგორ ადვილად შეიძლება თვალის არიდება.

და რამდენადაც ადვილია, იმდენად შეურაცხმყოფელი…

Nika Gvaramia

მარტო არა ხარ! 

—————————–

შვიდგზის წყეული

( ჯიბრან ხალილ ჯიბრანის მოტივებზე)

—————————-

შვიდგზის უარვყავ

და შევრისხე მე ჩემი სული…

პირველად როცა,

ვერ დაძლია ვერაფრით შიში;

მერე დანებდა, დაემონა

და ჩარჩა ფიქრში.

მეორედ მაშინ,

როცა ბრძოლას არჩია ზავი,

თავი დახარა,

და ნებაზე მიუშვა ავი.

მესამედ უარვყავ,

გზას დაადგა როდესაც ადვილს,

განზე გადგა და

დაემსგავსა უსახო აჩრდილს.

მეოთხედ როცა,

შესცოდა და გაექცა სასჯელს,

-სხვაც ხომ სცოდავსო –

გაუბედა ზეცაში განმსჯელს.

სილაჩრის გამო,

მოთმინება ირწმუნა ძალად,

მაშინ შევძრწუნდი,

და მეხუთედ შევრაცხე ბრალად.

მეექვსედ მაშინ,

რომ იცვლიდა ხშირ-ხშირად ნიღაბს,

შემრცხვა უფალთან,

მე, მის ნაძერწ უბადრუკ თიხას.

და ბოლოს როცა,

ძლიერების შეუდგა ლიქნას,

რომ შეძლებოდა,

მათ სუფრაზე წყალობის ციცქნა…

შვიდგზის უარვყავ

და შევრისხე მე ჩემი სული!

ZG

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები