0 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბახვა ჩიქობავამ უზარმაზარი რისკის ფასად გამოიყვანა ცეცხლის ქვეშ ოთხი დაჭრილი მეომარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მათ შორის იყო ჩემი ახლო მეგობარი.. - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ჩემმა მეგობარმა ბახვა ჩიქობავამ უზარმაზარი რისკის ფასად გამოიყვანა ცეცხლის ქვეშ ოთხი დაჭრილი მეომარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან, მათ შორის იყო ჩემი ახლო მეგობარი, გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც მძიმედაა დაჭრილი. ბახვამ გადაარჩინა მათი სიცოცხლე და უკანა გზაზე ემსხვერპლა აფეთქებას, ეს ადამიანი ნამდვილად გახდება უკრაინის ეროვნული გმირი, მაგრამ საქართველოს ნებისმიერი შემდგომი პატრიოტული ხელისუფლება აუცილებლად მიანიჭებს მას ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის წოდებას. ვუსურვებ ჩემ ძმას გიორგი ქუფარაშვილს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას და მტრის ჯინაზე ძალიან დიდხანს სიცოცხლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები