0 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიების და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს.

Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეების და მენტორების შეხვედრას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც გოგოების გუნდებისთვის საერთაშორისო კონკურსში ასპარეზობისთვისაა მნიშვნელოვანი.  

წარდგენილი პროექტებიდან 18-19 მაისს, ნახევარფინალში ადგილობრივი ჟიური გადაარჩევს ნამუშევრებს და შეირჩევა გუნდები, რომლებიც საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახელით.

Technovation Girls ფარგლებში, მონაწილე გოგონები, ისწავლიან პროგრამირებასა და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტის განვითარებას, მათ გარშემო არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეიმუშავებენ ინოვაციურ იდეებს  და შექმნიან აპლიკაციას ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპს.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებას და ზოგადად ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:34

    ხვალ, თიბისის მხარდაჭერით პრემია “ელისოს” დაჯილდოვ...

    საქართველოში პირველად, თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისო“ ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა.   გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გ...

  • 14:29

    დაიბრუნე 40% Gemo Fest-ზე თიბისის ბარათით გადახდის...

    15-16 ივნისს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში Gemo Fest- ი გაიმართება. ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა რეგიონში ტარდება, რომელიც როგორც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას, ასევე ტურიზმის განვ...

  • 14:43

    დაიბრუნე 20% თიბისის ბარათით გადახდისას ქუთაისში...

    ყოველ შაბათ დღეს, გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით ქუთაისის 15-მდე შერჩეულ კვების ობიექტში და დაიბრუნე 20%, მაქსიმუმ 20 ლარი მომენტალურად. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს ტერმინალზე. აქცია...

  • 12:58

    „თეგეტა აგრიმ“ Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნე...

    Fendt, Valtra, Goldoni - Winexpo Georgia-ს მონაწილეებს წელს „თეგეტა აგრის“ პრემიუმ კლასის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ექსპოჯორჯიამ“ ღვინისა და ა...

  • 17:07

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

    ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დ...

  • 14:09

    TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის...

    ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც თიბისი, USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის წინა ეტაპზ...

  • 12:06

    თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა...

    თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეტიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და ...