1 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა

შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო მოდელებით განაახლა. „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“  შორის მოლაპარაკებები გასულ წელს დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. უსაფრთხოება, გამძლეობა, კომფორტი - ეს ის კრიტერიუმებია, რომლებითაც „ასტრაზენეკამ“ იხელმძღვანელა და არჩევანი ვოლვოს ბრენდზე შეაჩერა. ელექტრომობილების გადაცემის ცერემონია გასულ კვირას „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველომ“ შვედური ბრენდის ელექტრომობილები XC40 და EC40 კომპანიას დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდა.

მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა. მოლაპარაკებები კომპანიასთან 2023 წლის მიწურულს დავიწყეთ და ეთანხმებას მალევე მივაღწიეთ. შედეგად „ასტრაზენეკას“ ავტოპარკი სრულად განახლდება VOLVO-ს ელექტრომობილებით. პირველ რიგში, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება გარემოზე ზრუნვის საკითხს და მთელი ავტოპარკ ელექტრული ავტომობილებით ნაცვლა, მეორე მხრივ კი, აქცენტს აკეთებს  უსაფრთხოებასა და ხარისხზე. მაქსიმალურად შევეცადეთ, მოვრგებოდით კომპანიის მოხოვნებსა და მიწოდების ვადებს. საბოლოოდ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა. მინდა, „ასტრაზენეკას“ მენეჯმენტს მადლობა გადავუხადო, რადგან ზრუნვს გარემოზე და ირჩევს „ვოლვოს“ ბრენდს“.

„ასტრაზენეკას“ გეგმაა, კომპანიის ავტოპარკი 2026 წლისთვის 100%-ით ელექტრული გახდეს. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ავტომობილების შერჩევის პროცესში საკმაოდ მაღალი მოთხოვნები და კრიტერიუმები ჰქონდათ. ეკოლოგიურობასთან ერთად, პრიორიტეტული იყო მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება. ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება „ვოლვო ქარ საქართველომ“ შეძლო, შესაბამისად, კომპანიის ავტოპარკი VOLVO-ს ელექტრომოდელებით ჩანაცვლდება.

მაია მაისურაძე, „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის“ წარმომადენლობის დირექტორი საქართველოში: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ავტოპარკის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩანაცვლება და ამ გამოწვევაში საკმაოდ მაღალი კრიტერიუმები გვქონდა. პარტნიორმა კომპანიამ კი სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. ვფიქრობ, შესანიშნავი არჩევანი გავაკეთეთ და წარმატებული თანამშრომლობა შედგა „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ასტრაზენეკა საქართველოს“ შორის. ჩვენი ავტოპარკის 80% უკვე განახლდა და წლის ბოლომდე სრულად ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით“.

მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში შვედეთის საელჩოს ჩართულობა, რომელიც საქართველოში მოქმედ შვედურ კომპანიებს ურთიერთობების გაღრმავებაში ეხმარება. ავტომობილების გადაცემის პროცესს საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი ილვა ფესტინი ესწრებოდა. 

ილვა ფესტინი, საქართველოში შვედეთის ელჩის მრჩეველი: ვოლვო ქარ საქართველო და ასტრაზენეკა საქართველოში შვედეთის საელჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ჩვენ კი ამ თანამშრომლობას ძალიან ვაფასებთ. ეს ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც შვედურ კომპანიებს საქართველოს მიმართ აქვთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე იმ ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ქართული ბიზნესი თანმიმდევრულად ვითარდება როგორც მსოფლიოში არსებულ მიზნებთან, ასევე მდგრადობის პოლიტიკასთან, რომელიც ქვეყანაში არსებობს. გვსურს, ამ თანამშრომლობით სხვა კომპანიებიც წავახალისოთ, რადგან, თუ კომპანიას სურს, მომავალში რელევანტურად დარჩეს, მდგრადი განვითარების გზაზე უნდა დადგეს“.

აღსანიშნავია, რომ გლობალურად „ასტრაზენეკას“ სტრატეგია, სათბურის აირების ემისიის შემცირებაა გარემოში, ამ პროცესში კი კომპანიის მხარდამჭერი შვედური ავტომწარმოებელი „ვოლვოა“. ბრიტანულ-შვედური ფარმაკოლოგიური გიგანტის AstraZeneca-სა და შვედური ავტომწარმოებლის Volvo-ს პარტნიორება 40-წლიან ისოტრიას ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ „ასტრაზენეკას“ ქართულმა წარმომადგენლობამაც არჩევანი სწორედ „ვოლვო ქარ საქართველოზე“ შეაჩერა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...