1 8 : 0 8
 | 

მსოფლიო

შიშველი რაგბისტი კაცები ჩაცმული ქალების წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მამაკაცების რაგბის გუნდმა "Nude Blacks"-მა ესპანეთის ქალთა გუნდს უმასპინძლა და 20:25 დამარცხდა. გუნდმა "Nude Blacks"-ის სახელი ელიტური გუნდის "All Blacks" პატივსაცემად დაირქვა. სახელიდან გამომდინარე, მამაკაცები სრულიად შიშვლები თამაშობდნენ, ხოლო ესპანელ ქალთა გუნდი ჩაცმული იყო. შიშველი მამაკაცების თამაშს 1500 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრა პრესტიჟულ „კელტ პარკში“ გაიმართა. როგორც გაირკვა, "Nude Blacks" ხშირად ატარებს "შიშველ თამაშებს". აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტზე ადგილობრივი მთავრობა რეაგირებას არ ახდენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები