0 9 : 0 5
რეკლამა Itv.ge-ზე,
სპეციალური ფასები:
599 877 900
 
2012-04-17 19:29:18 ჩამოტვირთვა
|
ათონის მთაზე დაწყებული დიდი სასწაული…
2012-04-17 19:29:18
ათონის მთაზე დაწყებული დიდი სასწაული…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა იწყება.

სასწაულმოქმედი ხატის დედანი ათონის მთის ქართულ მონასტერში – ივერონშია დაბრძანებული. ხატი წმინდა მთის მფარველად ითვლება.

საეკლესიო წყაროების თანახმად, როდესაც უფლის დავალების შესაბამისად, წმინდა მოციქულები იერუსალიმში შეიკრიბნენ და განიზრახეს, წილი ეყარათ, ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა, მარიამმა განაცხადა: „მეც მინდა, წილი თქვენთან ერთად ვიყარო. დაე, მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც უფალი მიმითითებს“. ღვთისმშობელს წილად ხვდა ივერია, ანუ საქართველო.

როდესაც მან ივერთა ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „აწ ნუ განეშორები იერუსალიმს, წილხვდომილი შენი ქვეყანა განათლდება მომავალში და შენი მეუფება განმტკიცდება იქ. მცირე ხნის შემდეგ, შენ ღმრთის სიტყვა უნდა ახარო იმ მიწას, სადაც მიგიყვანს უფალიო“. მაშინ ქალწულმა მარიამმა ანდრია მოციქულს უხმო და ივერიის საკურთხებლად თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა.

ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატთმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს, მეფობის დროს კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო პატიოსან ხატებს ანადგურებდნენ და წვავდნენ. იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან, ერთი კეთილმსახური ქვრივი, თავის ვაჟთან ერთად, ცხოვრობდა. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც ხშირად ლოცულობდა. ერთხელაც ქვრივის სახლში მეფის მზვერავები მივიდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა ღვთისმშობლის ხატს მახვილი ჰკრა. წამსვე ქალწულის ლოყიდან, როგორც ცოცხალი სხეულიდან, სისხლი წამოვიდა, შეშინებული ჯალათები მაშინვე გაიქცნენ. მათი წასვლისთანავე, ქვრივი ცრემლითა და ცადაპყრობილი ხელებით ევედრა ზეციურ დედოფალს და ბოლოს, დიდი მოკრძალებით, ხატი ზღვის ნაპირას მიაბრძანა. ქალმა სანატრელი სიწმინდე წყალში ჩაუშვა და იხილა სასწაული – ხატი ზეაღიმართა და, ტალღებთან ერთად, დასავლეთისკენ გაუჩინარდა. ამ დღის შემდეგ, ქვრივის ვაჟმა, დედის თხოვნით, ნიკეა დატოვა და ათონის მთაზე დამკვიდრდა. აქ ის ბერმონაზვნად ეკურთხა, სწორედ მისგან შეიტყვეს ათონელმა მამებმა წმინდა ხატის ზღვაში ჩაშვების ამბავი.

200 წლის შემდეგ, ათონზე ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი იხილეს. ნათელი ზღვის ტალღებზე მდგომი ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. მამები შეეცადნენ, ნავით ხატს მიახლოებოდნენ, მაგრამ სიწმინდე მათ მაშინვე განეშორა.

ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, ბერები ზეციურ დედოფალს პარაკლისებს უხდიდნენ, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. ღვთისმშობელი კი მხოლოდ წარმომავლობით ქართველ ბერს, გაბრიელს, გამოეცხადა, რომელიც იმხანად, ივერთა სავანის მიდამოებში, ძნელად მისავალ მთაზე, განმარტოებულ სენაკში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას.

ღირს გაბრიელს ზეციურმა დედოფალმა ჩააგონა: „აუწყე წინამძღვარს და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად, ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“.

წმინდა ბერმა ამ ხილვის შესახებ წინამძღვარს უამბო, მეორე დღეს, განთიადზე ღვთისმშობლისადმი მხურვალედ ილოცა და ფეხი ზღვის ტალღებზე შედგა, საკვირველად განვლო წყალი და ხელში აიღო ფასდაუდებელი საუნჯე, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ზედაპირზე. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი და იქვე აუგეს სამლოცველო. იმ ადგილას, სადაც წმინდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, საკვირველთმოქმედმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარი ხორციელი და სულიერი სნეულებების მკურნალია.

გადმოცემის თანახმად, სანამ ღვთისმშობლის ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელ ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ეს ხატი ისეთივე იდუმალი გზით გაუჩინარდება, როგორითაც მობრძანდა და მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმინდა მთა, რადგან, თქმულების მიხედვით, სწორდ ეს იქნება ქვეყნიერების აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი.

2005 წელს საქართველოში ათონის მთიდან 13 ღირსი მამა ჩამოვიდა და მათი მონაწილეობით ეკურთხა მახათას მთის სამონასტრო კომპლექსი, როგორც ათონური ტრადიციების გამგრძელებელი სასულიერო ცენტრი.
კომენტარები
დათო(საბერძნეთი)
17 აპრილი, 2012 წელი. 20:20
ათონის მთაზე ყოფნისას, ნებისმიერი გარშემომყოფი ადამიანისაგან გრძნობ იმას,რომ ყველა მზათაა რაიმე გასიამოვნოს...თვით გემის მგზავრებიც კი ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად თავაზიანი იქნება თანაადამიანის მიმართ...ისეთი გრძნობა გაქვს,თითქოს ყველას იცნობ...მარტო მონასტრებში კი არა გარეთაც... ნეტა საქართველოში იყოს ასე ოდესმე...მაშინ გაბრწყინდება ივერია...
ირინა
17 აპრილი, 2012 წელი. 20:34
დიდება უფალს!!!
17 აპრილი, 2012 წელი. 20:45
დიდება უფალს!..
ლალი
17 აპრილი, 2012 წელი. 22:01
დიდება უფალს მოდის ჯესცჰმარიტება და მოვესწრებიტ ცვენი ტვალიტ ვნახავტ ყველაფერს
აჩო
18 აპრილი, 2012 წელი. 02:39
დიდება უფალს !
ჟორა ძია
18 აპრილი, 2012 წელი. 04:09
დიდება უფალს!!!დიდება უფალს!!!დიდება უფალს!!!
ნ.ნ.
18 აპრილი, 2012 წელი. 11:03
დიდება უფალს!
18 აპრილი, 2012 წელი. 12:16
უფლის დიდება არ მოკლებოდეს საქართვილოს
სალო....
18 აპრილი, 2012 წელი. 17:04
დიდება უფალს. დაგვლოცე და გაგვაძლიერე მშვიდობით დაგვაბრუნე საქართველოში ყველა ემიგრანტი..
ირი
18 აპრილი, 2012 წელი. 20:35
დიდება უფალს რა საოცრებააა
ლილე
19 აპრილი, 2012 წელი. 12:06
რა გვეშველება ჩვენ დიდი დიგომში, მამა მერაბი დზველი ბიცჰივის კაჩაობს და ილანდზგება. ეკლესიაში მისულ ადამიანს უხერხულება არ უნდა შეექმნას,არ ვიცი უპალმა სჰეუნდოს მაგრამ მე კი დამაბნია და გამანერვიულა მისმა არაადეკვატურმა საქციელმა, იქნებ მარტლა ესჰმაკი ებრდზვიტ მამაოებს?ამიტ ვიმსჰვიდებ ტავს.
ნაზი
19 აპრილი, 2012 წელი. 20:43
დიდება უფალს! ღმერთო გადაარჩინე საქართველო! ამინ!
ზაზა
20 აპრილი, 2012 წელი. 09:07
დიდება უფალს! ზუსტად რომ ათონის მთიდან ეფინება ნათელი ქვეყნიერებას, ის არის დღეს მსოფლიოს განმანათლებელი და მართლმადიდებლობის ცენტრი! ზუსტად რომ ათონის მთაზე მორვაწე ბერებმა ამოხსნეს ბევრი საიდუმლო და უდიდესი წვლილი შეიტანეს მართლმადიდებლობის დასაცავად! ერთ -ერთი ყველაზე უმთავრესია დღეს მათი წვლილი მსოფლიოს გამოფხიზლებაში ელექტრონულ პირადობებთან, ბიომეტრიულ პასპორტებთან , ID ბარათებთან და ა.შ. დაკავშირებით...სწორედ რომ ათონის მთის კინოტმა, იქ მოღვაწე ბერებმა ერთხმად აღიარეს ,რომ ეს ელექტრონული დოკუმენტები სატანურია! დიდება უფალს, რომ ეს უდიდესი განმანათლებლობა საქართველოში დაივანებს...ამისთვის ჩვენც უნდა მოვემზადოთ და ვიყოთ ღირსნი ამისთვის..თუ გავირყვენით, სექტებს და სხვადასხვა საზიზღრობებს, ბუდა ბარებს , გარყვნილების ბუნაგებს და ა.შ თუ გზა გავუხსენით ვინ იცის, იქნებ სულაც არ გავხდეთ ამის ღირსნი! ჰოდა, ყველა ქართველოს ვალია იცხოვროს წმინდად, ქრისტიანულად, დაიცვას მართლმადიდებლობა (იყოს თავგანწირული და სიკვდილზეც წამსვლელი მართლმადიდებლობის დაცვისთვის) დაიცვას სიმართლე ყველგან და ყოველთვის! -ეს ყველაზე დიდი პატრიოტიზმია! ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ ასე ! დავიცვათ 10 მცნება, ჩვენი საკუთარი სიწმინდე საქართველოს სიყვარულისთვის და გადარჩენისთვის! ყველამ ჯერ საკუთარ თავებში და მერე ერთსულოვნებით საქართველო უნდა გადავარჩინოთ!
saba
21 აპრილი, 2012 წელი. 12:45
mixaria ro vart ragaca nawili gmertan torem sul waibilwa es dedamiwa
ნანული
23 აპრილი, 2012 წელი. 10:33
დიდება უფალს!
23 აპრილი, 2012 წელი. 11:50
უფლის წყალობა გადაგვარჩენს! ღვთისმშოველს შევავედროთ საქართველო... +++
მაია
24 აპრილი, 2012 წელი. 23:55
დიდია უფლის ძალა და სიყვარული თითოეულ ჩვენთაგანზე!!! უფალო! შეგვინდე ცოდვები,გევედრები!!! გაგვინათე გული,სული გონება, რომ ვიყოთ შენი სიყვარულისა და მფარველობის ღირსნი!!!
ირმა
25 აპრილი, 2012 წელი. 21:48
გმერტმა დაგვლოცოს კველა.დიდება უფალს
uxdwqlvk
27 აპრილი, 2012 წელი. 23:25
RWEhkQ <a href="http://dyzfosiomqyf.com/">dyzfos iomqyf</a>, [url=http://uldeiwshpzvt.com/]uldeiwshpz vt[/url], [link=http://tvuczopnjrry.com/]tvuczopnj rry[/link], http://leiynabwlqfw.com/
ქსანტე
05 მაისი, 2012 წელი. 14:03
ყველაფრისათვის გმადლობ უფალო! დიდება შენდა დიდება!!!!!
05 მაისი, 2012 წელი. 21:12
დიდება უფალს! მე ყოველთვის ვგრძნობ მარიამ ღვთიშობლის ხატის ძალას და მფარველობას. მოწყალეა უფალი!!!!
ირაკლი
06 ივნისი, 2012 წელი. 11:58
შეეწიოს სრულიად საქართველოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ძალა და მადლი. თუ შეიძლება მითხარით ვინ გალობს ამ ვიდეოში საგალობლებს?
ნანა
06 ივნისი, 2012 წელი. 12:55
დიდება უფალს.ფარავდეს მისი მადლი სრულიად საქართველოს.ამინ
ნატა.არ
06 ივნისი, 2012 წელი. 13:32
დიდება უფალს!!!
ნინია
06 ივნისი, 2012 წელი. 15:25
დათო საბერძნეთი,გენაცვალე მასე ვინმე რომ იქცევა გიჟია ან კიდევ სხვა...
06 ივნისი, 2012 წელი. 16:06
უფალს დიდება!
მაგდა
06 ივნისი, 2012 წელი. 16:07
დიდება უფალს
***
07 ივნისი, 2012 წელი. 10:54
დიდება უფალს!!!!!! რწმენა და ლოცვა გადაგვარჩენს!!!
08 ივნისი, 2012 წელი. 20:30
დიდება უფალს!!!
Mმმმ
09 ივნისი, 2012 წელი. 03:00
დიდება უფალს!!!მოგვიტეოს და შეგვინდოს ჩვენ ცოდვილნი გვიყვარდეს ხალხნო ერთმანეთი!!
09 ივნისი, 2012 წელი. 11:00
დიდება უფალს, დიდება ღვთისმშობელო მარიამ.
ლუკა
09 ივნისი, 2012 წელი. 13:42
დიდება უფალოოო!!!!!ივერია გაბრწყინდება!!!!
Shoka
09 ივნისი, 2012 წელი. 14:16
Dideba upals
დათო
10 ივნისი, 2012 წელი. 00:36
დიდება უფალს!!!
15 ივნისი, 2012 წელი. 00:33
დიდება უფალს!! ცჰვენ ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ საქართველოს
ჯღაბი
16 ივნისი, 2012 წელი. 17:23
თანაადამიანი რას ნიშნავს ,_დათო(საბერძნეთიდან)?!
ირინა
22 ივნისი, 2012 წელი. 23:12
უფალო დაიფარე და გააძლიერე საქართველო,დიდება უფალს.
qeto
23 ივნისი, 2012 წელი. 00:23
იოანე ნათლისმცემელმა ფარისევლებს ასეთი რამე უთხრა ნუ ამაყოფთ რომ აბრაამის შვილები ხართ რადგან ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღადგინოს აბრაამის შთამომავლებიოოოოოოო, მთავარი საქმეა ჩემო კარგებო ლოცვით უნდა მივიდეთ ღმერთთან ახლოსსსს, უფალი გფარავდეთ..............
თეა
24 ივნისი, 2012 წელი. 10:07
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ის გრძნობა რაც დამეუფლა ამ ტექსტის წაკითხვისას დიდება უფალს!!! და თან კიდე ვტიროდი როდესაც ვკითხულობდი შეგვინდე უფალო და გვაპატიე ჩვენ ცოდვილებს
ლევან
19 აგვისტო, 2012 წელი. 13:11
04:25–ზე შეგიძლიათ მითხრათ რა სიმღერაა?... წინასწარ გმადლობთ.
კობა
19 აგვისტო, 2012 წელი. 17:53
დიდება უფალლს უფალი იყოს ყველა მართ მადიდებელი ქრისტიანის ყველა მოქცეულიყოს ქრისტიანულ სარწმუნოებასში! უფალო შეგვიწყალენ
20 მარტი, 2013 წელი. 18:10
დიდება უფალს აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ
მიხეილი
26 მარტი, 2013 წელი. 16:44
დიდება შენდა ღმერთო
ნონა
26 მარტი, 2013 წელი. 19:24
დიდება უფალს
27 მარტი, 2013 წელი. 11:02
დიდება უფალს
ნანი
30 მარტი, 2013 წელი. 21:14
დიდება უფალს
გიორგი
30 მარტი, 2013 წელი. 21:15
დიდება უფალს
შორენა
02 ივნისი, 2013 წელი. 23:31
დიდება უფალს შენ დაიცავი საქართველო
მაია
08 ივნისი, 2013 წელი. 12:21
დიდება უფალს!..
სანდრო
08 ივნისი, 2013 წელი. 22:37
უფალო დიდება შენდა, ღმერთო ჭეშმარიტებითა შენითა გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო
მედი
09 ივნისი, 2013 წელი. 00:02
დიდება უფალს
09 ივნისი, 2013 წელი. 11:15
დიდება და მადლობა უფალს!
ირაკლი
10 ივნისი, 2013 წელი. 02:37
ამინ
დიუ
11 ივნისი, 2013 წელი. 03:02
ამნ
თეა
12 ივნისი, 2013 წელი. 12:06
დიდება უფალს,დაიფარე და გაადძლიერე სრულიად საქართველო უფალო.
მზია
15 ივნისი, 2013 წელი. 23:17
დიდება უპალს.
გიგა
16 ივნისი, 2013 წელი. 18:58
დიდება უფალს!!!
ია-ია
26 ივნისი, 2013 წელი. 05:21
ღმერთო,გაუნათე ყველა კეთილ, მართალ და პატიოსან ადამიანს გზა-სავალი, შეაყვარე ქართველს ქართველი ,დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა! უფალო,შეგვიწყალე ჩვენ, ცოდვილნი!
25 ივლისი, 2013 წელი. 21:15
დიდება უფალს ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო და ჩემი ოჯახი
დათო
25 ივლისი, 2013 წელი. 21:34
"აიტვის" ჟურნალისტს,რომ არ ეთქვა,თქვენ არ იცოდით????
ირაკლი
26 ივლისი, 2013 წელი. 19:54
რა ქვია პირველ გალობას აუცილებლად დაწერეთ რა თუ ვინმემ იცით
28 ივლისი, 2013 წელი. 16:30
დიდება უფალს
28 ივლისი, 2013 წელი. 17:20
დიდება უფალს, უფალო სჰენ დაიფარე ქარტველი ერი და სრულიად საქარტველო, ამინ.
ანა
24 აგვისტო, 2013 წელი. 12:39
დიდიება უფალს!!!
არაგველი
24 აგვისტო, 2013 წელი. 14:37
დიდება უფალს!!!
ს სჰ
25 აგვისტო, 2013 წელი. 15:16
ირინე უფალოსჰეგვიწყალე დიდება უფალს
მანჩო
12 ნოემბერი, 2013 წელი. 16:14
უფალმა დაიფაროს და გააბრწყინოს სრულიად საქართველო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე!
ლევანი
08 დეკემბერი, 2013 წელი. 21:09
დიდება უფალს!!!
დარეჯანი
21 მარტი, 2014 წელი. 16:03
დიდება უფალს
ჯონი
08 აპრილი, 2014 წელი. 20:29
ღმერთო შეეწიე საქართველოს და ქართველ ერს. დიდება უფალს
იური
09 აპრილი, 2014 წელი. 22:40
უფალო დაიფარე საქართველო
ქარტველი
28 აპრილი, 2014 წელი. 03:57
დიდება უპალს..
გიო
16 ივნისი, 2014 წელი. 13:32
დიდება უფალს ! დაიცავი უფალო ყველა ვინც შენ გზაზე დგას შენი სახელის სადიდებლად და საკუთარი სულის გადასარჩენად ,,დიდიება უფალო შენს სახელს
ანა..
16 ივნისი, 2014 წელი. 14:06
შეგვეწიე და დაგვიფარე უფალო ყველა განსაცდელისაგან..
ანა..
16 ივნისი, 2014 წელი. 14:12
ბოლო ჟამია და ეშმაკი ყველას ებრძვის ერსაც და ბერსაც ღმერთმა დაგვიფაროს ყველა განსაცდელისაგან. მთავარია გვცამდეს უფლის და სატანა ვერ მოგვერევა.. დიდება უფალს... გვფარავდეს ღვთისმშობელო დაგვიფარე ყველა განსაცდელისაგან..
nini
28 ივნისი, 2014 წელი. 09:48
დიდება უფალს ! ♡ უფალო შეგვიწყალე !
04 ივლისი, 2014 წელი. 09:41
Dideba upals
ლა
07 ივლისი, 2014 წელი. 23:34
იდიდოს უფალო
გიული
20 აგვისტო, 2014 წელი. 22:45
უფალო შენი იმედით ვარ ამ ქვეყნად , გებრალებოდე და დამიცავ მე ცოდვილი
თემო
25 აგვისტო, 2014 წელი. 16:52
დიდება უფალს!!!
ნატო
05 სექტემბერი, 2014 წელი. 00:08
დიდება უფალს!
nino
10 ოქტომბერი, 2014 წელი. 10:21
dideba upals! Amin

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს, 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



პრეს-ნიუსი
23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გამოკითხვა
რა ტიპის სიუჟეტებს ანიჭებთ უპირატესობას?
ხმის მიცემა   რეზულტატი
ინტერვიუ
რატომ დატოვა თოქშოუ პროფილი პროდუსერმა და რა ხდება GDS-ის კულისებში?
შენი ვიდეო
რა შეიძლება გააკეთოს ქართველმა შეყვარებულმა ბიჭმა, როცა მეორე ნახევართან ნაჩხუბარია
ხალხის აზრი
გამოკითხვა: არის თუ არა დანაშაული ქმრის მიერ ცოლის ცემის ფაქტი? პასუხები ნამდვილად გაგაოცებთ
 მთავარი |  სიახლეები |  გადაცემები |  პოლიტიკა |  ეკონომიკა |  საზოგადოება |  კულტურა |  სპორტი |  პრეს-ნიუსი |  კითხვის ნიშანი |  ინტერვიუ |  Weekend |  უცხოეთი |  მთავარი თემა |  კრიმინალი |
2014-10-22
visitor 50 061
visit 66 924
page 102 139
2014-10-23
  7 901
  8 614
  13 022