2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: „იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, რომ დიპლომი მომეცი ბარემ“

ჩამოტვირთვა

ამ წუთებში თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება. ამჯერად დისკუსიას არ დაესწრება პრეზიდენტი, თუმცა პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.  

„იმდენი მამეცადინე კონსტიტუციაში, რომ დიპლომი მომეცი ბარემ“ - ასე მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

დღესვე თელავში ჩასულმა უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი შეეცდებიან ადგილობრივების ყველა შეკითხვას უპასუხონ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათ წარმოადგინეს პროექტი, რომელშიც ჩადებულია ისეთი ცვლილებები, რაც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონებისთავმჯდომარის, გიორგი ღვინიაშვილის თქმით კი,  ხელისუფლება მოსახლეობას უსამართლო ცვლილებებს სთავაზობს და შესაბამისად, ისინი პლებისციტის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები