2 3 : 2 6
 | 

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის მადლობა მეზობელ ქვეყნებს

ჩამოტვირთვა

მინდა გადავუხადო დიდი მადლობა მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ბორჯომის სტიქიის დაძლევაში. ეს არის თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი.
ერთი რამ გამოჩნდა, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ქვეყანა მომზადებული ასეთი სტიქიისთვის, რეგიონული ჩართულობა არის აუცილებელი.
უამრავი სპეკულაცია მოვისმინე რუსეთის ჩართულობასთან დაკავშირებით. არ მინდა მწვავე გამოთქმები ვიხმარო, მაგრამ სამარცხვინოა რაც მოვისმინე. ჩვენთვის უპირველესი არის ქვეყნის ინტერესების დაცვა. მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, არ მაქვს უფლება, რეზერვში არ მქონდეს ყველა შესაძლო საშუალება. საშიშროება იმის, რომ სტიქიას უფრო დიდი მასშტაბი მისცემოდა, იყო საკმაოდ რეალური.
კარგად მახსოვს, ოთხშაბათი საღამო, როდესაც ქარმა პრაქტიკულად იმავე მასშტაბით გააღვივა ცეცხლი, რაც გვქონდა სტიქიის დასაწყისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, სათანადოდ შეაფასონ ასეთი ტიპის გამოსვლები. მთავრობას გააჩნია გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, მისი სიცოცხლის, მისი ქონების დაცვის თვალსაზრისით და ჩვენ ყოველთვის ღირსეულად მოვიქცევით ყოველ ასეთ შემთხვევაში. ჩვენს მანდატს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა, ღირსეულად აღვასრულებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები