2 3 : 2 9
 | 

პოლიტიკა

“ქართული ოცნების” სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - რა განათლება და გამოცდილება აქვს 29 წლის გიორგი დოხტურიშვილს

პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მათ შორისაა გიორგი დოხტურიშვილი ,რომელიც სამგორის რაიონში იყრის კენჭს(სამგორი/ვარკეთილი მასივი /მეტრომდე).    

გიორგი დოხტურიშვილი  დაიბადა 1988 წელს. პროფესიით აგროტექნოლოგი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. 2010-2014 წწ. მუშაობდა ქალაქ თბილისის საკრებულოში, 2010 წლიდან ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიაში, 2013 წლიდან  ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო პოლიტიკის კომისიებში, შემდგომ კი საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიაში.

 ამჟამად დოხტურიშვილი  მესამე მასივის საუბნო განყოფილების უფროსია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები