1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ შესაბამისი პატივით მიწას" - გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: 

"დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ შესაბამისი პატივით მიწას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ოჯახებმა არ იცოდნენ, თუ სად იყო დაკრძალული მათი ოჯახის წევრების ნეშტი. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს ისინი დახვრიტეს და მინდა, მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს. 
მათ შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე; ხოლო 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. 

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც მოხერხდა ნეშტების პოვნა და გადმოსვენება. დღეისთვის უკვე 135 უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იქნას ამ ორგანიზაციისთვის, რომელსაც გააჩნია კონფიდენციალობის დაცვის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა შეძლონ თავიანთი წევრების პატივით დაკრძალვა, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების. 

მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის. 
საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე.

დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია ის, რომ ჩვენ, ქართველები აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები